|
|
კატეგორია: ანეგდოტები
დრო: 22.01.2012
|
|
|
|
ერთ-ერთი საუბრის დროს შევეხეთ მსოფლიოში მომრავლებულ ეპიდემიებს. ქათმის და ღორის გრიპების თემის განხილვის შემდეგ მოსაუბრეებს ვაცნობე ახალი ეპიდემიის შესახებ. ეს არის ე.წ. "ბატონების" სახეობა, რომელიც ადამიანს ნერვულ სისტემას უზიანებს და ფსიქოზს მართებს. შედეგად, ავადმყოფი გიჟივით დარბის და ყვირის, თანაც არაფერი ეშველება, სანამ თავად "ბატონები" არ ინებებენ წაბრძანებას-მეთქი. ჩემი მასპინძლის მეზობელმა სვანმა ეს რომ მოისმინა, გაოცებულმა წამოიძახა: ჩემს ბიძაშვილს, ვამეხს, ეგ "ბატონები" სჭირვებია - ზუსტად მასე დარბოდა და ყვიროდა, მაგრამ ადვილად გამოიყვანეს მდგომარეობიდანო. როგორ-მეთქი, ვკითხე გაოცებულმა. ესროლესო, სრულიად სერიოზულად მითხრა.
|
|
|
ავტორი: bada_555
ნანახია: 911
კომენტარები: (0)
|
|
|
|
|
|
კატეგორია: ანეგდოტები
დრო: 26.12.2011
|
|
|
|
"კაი ფეხის" კაცი მოგეხსენებათ, ახალი წელი თუ წარმატებული გამოდგა, ვიტყვით ხოლმე, მეკვლეს კარგი ფეხი ჰქონიაო. გურიაში მეკვლეობა დღესაც საპატიო "პროფესიად" ითვლება. ჩვენი სოფლის ცენტრში მინიმარკეტია. ჩემი სოფლელი და მეგობარი ვიქტორ ჟღენტი თავგადაკლული მწეველია. პირველ იანვარს, დილით, უსიგარეტოდ დარჩენილი ჯერ კიდევ დაკეტილ მაღაზიასთან შეჩერდა. გამყიდველებს ცოტა შეაგვიანდათ. როგორც იქნა, მოვიდნენ. მივარდა ვიქტორი - ბევრი არაფერი მინდა, მხოლოდ სიგარეტს ავიღებ, მარა წელს პირველი კლიენტი ხომ ვარ და ნახეთ, რა კარგი ფეხის დავრჩე, როგორ სარფიანად წაგივიდეთ ეს წელიო. გააღეს შენობა, შევიდა ვიქტორი და... არ ვიცი, ვიქტორს საერთოდ როგორი ფეხი ჰქონდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ფეხები ნამდვილად გამოადგა - თავქუდმოგლეჯილი გამოვარდა გარეთ, უკან კი მაღაზიის მეპატრონე მოსდევდა ყვირილით, შენი ფეხი არ ვნახო ამ მარკეტშიო. საქმე ის იყო, რომ ღამით ქურდებს ბეტონის უკანა კედელი გამოენგრიათ და მთელი მაღაზია პირწმინდად გაესუფთავებინათ
|
|
|
ავტორი: bada_555
ნანახია: 899
კომენტარები: (0)
|
|
|
|
|